1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის მაგალითის გადაღება სხვა რეგიონებშიც იგეგმება

დღეს, აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტ სტივ გოსსა და „ენპარდ აჭარა“-ს პროექტის მენეჯერ ლაშა კომახიძეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს დოკუმენტი, რომელსაც სტივ გოსი აგროსერვის ცენტრში განხორცილებულ პროექტებზე დაყრდნობით ამზადებს. დოკუმენტი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარსადგენად მზადდება,  ეხება აგროსერვის ცენტრის, როგორც წარმატებული ორგანიზაციის მოდელის გადაღებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტმა  აგროსერვის ცენტრის დირექტორისგან მიიღო რეკომენდაციები თუ როგორ და რა ფორმითაა უმჯობესი აგროსერვის ცენტრის მსგავსი ორგანიზაციის დუბლირება და პროექტების განხორციელება სხვა რეგიონებში. შეხვედრაზე ასევე, განიხილეს გოსის მიერ მომზადებული „აგროსერვის ცენტრი“-ს განვითარების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტიც და ენპარდ პირველის დასრულების სტრატეგიაც.  პროექტ „ენპარდ აჭარა- სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ ევროკავშირის დაფინანსებით გაეროს განვითარების პროგრამა რეგიონში მესამე წელია ახორციელებს. 2016 წლის  აპრილში კი პროგრამა სრულდება და დაგეგმილია მისი მეორე ფაზის დაწყება, რომელიც სოფლის განვითარებას ითვალისწინებს.