1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის პროდუქცია ფესტივალ „განდაგანა“-ს ფარგლებში გამოიფინა

აგროსერვის ცენტრის პროდუქციის დაგემოვნება ევროპის მოედანზე 2 დღის განმავლობაში იყო შესაძლებელი. ორგანიზაციის სანერგე მეურნეობაში მოწეული ყურძენი, ვაშლი და მარწყვი, ასევე მოცვისა და ქლიავის ჩირი ფესტივალ „განდაგანა“-ს ფარგლებში გამოიფინა. გარდა ამისა, გამოფენაზე აგროსერვის ცენტრის სასოფლო-სამეურნეო დანადგარები- ჩიტების დასაფრთხობი აპარატი, თაფლის საწური  ციბრუტი, ნიადაგის ლაბორატორია და  ფურის ხელოვნური განაყოფიერების ხელსაწყოები იყო წარმოდგენილი. ფესტივალი „განდაგანა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, მასზე რეგიონში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ეთნოგრაფიული ნიმუშები იყო წარმოდგენილი. ფესტივალი ბათუმობის დღესასწაულთან ერთად გაიმართა.