1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრმა ფერმერებს ქლიავის ჩირი გაუშრო

აგროსერვის ცენტრის ხილის გაშრობის სერვისით ფერმერებმა ისარგებლეს. 200 კგ ქლიავი შუახეველმა ფერმერებმა ორგანიზაციას ჩირის დასამზადებლად მიაწოდეს. „ფერმერებისთის ესაა პირველი მცდელობა ქლიავისგან მიიღონ ჩირი და სცადონ მისი ბაზარზე გატანა. ფერმერთა დაინტერესება ჩვენი სერვისით კი მათ სოფლებში ქლიავის ჩირის შესყიდვის მსურველთა გამოჩენამ გამოიწვია. ვინაიდან მათ არ ჰქონდათ შუახევიდან ნედლეულის ქობულეთში ჩამოტანის ფინანსური საშუალება, ჩვენ გადავწყვიტეთ დავხმარებოდით და ფერმერებისგან შუახევშივე ჩავიბარეთ ქლიავი“ განაცხადა ინგა გაფრინდაშვილმა, აგროსერვის ცენტრის ინჟინერ-ტექნოლოგმა.

ქლიავის გარდა აგროსერვის ცენტრის ხილის საშრობში ვაშლის, ხურმისა და მოცვის ჩირის დამზადებაცაა შესაძლებელი. 1 კილოგრამი  ჩირის დამზადების ფასი გასაშრობი ხილის მიხედვით 38-60 თეთრამდე მერყეობს. სურვილის შემთხვევაში ორგანიზაცია ფერმერს ხილის ჩირის შეფუთვის სერვისაც სთავაზობს.