1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სახალხო ზეიმზე გამოიფინა

აგროსერვის ცენტრში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სახალხო ზეიმზე „ქობულეთობა“ გამოიფინა. ზეიმზე მისულმა სტუმრებმა ქობულეთისთვის დამახასიათებელ აჭარული კერძებთან ერთად აგროსერვის ცენტრის მარწყვი, ვაშლი, მსხალი და სხვადასხვა ჯიშის ყურძენი დააგემოვნეს.  სახალხო ზეიმი „ქობულეთობა“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გაიმართა და მასზე მუნიციპალიტეტში წარმოებული პროდუქცია, ტრადიციული კერძები, ხელნაკეთი ნივთები და ფოლკლორული კონცერტები იყო წარმოდგენილი.