1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ

რეგიონში ციტრუსის მოსავლის პროგნოზირების ახალი მეთოდების დანერგვის მიზნით აგროსერვის ცენტრს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის სამსახურის უფროსი ანალიტიკოსი მაიკლ შტაინერი ესტუმრა. შტაინერმა კოლეგებთან ერთად აგროსერვის ცენტრის მიმდინარე პროექტები დაათვალიერა და მეციტრუსე ფერმერებს შეხვდა. შეხვედრისას ციტრუსის მოსავლის პროგნოზირების არსებული მეთოდები განიხილეს. შტაინერმა სოფელ ხუცუბანში რამდენიმე ფერმერის ციტრუსის ბაღიც დაათვალიერა. სამომავლოდ რეგიონში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით ჩამოვლენ ექსპერტები, რომლებიც ფერმერებში ციტრუსის მოსავლიანობის პროგნოზირებისა და აღრიცხვის თანამედროვე მეთოდებს დანერგავენ.