1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრში გაეროს მხარდაჭერით განხორცილებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

აგროსერვის ცენტრში ,,ENPARD AJARA“ სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერით 2013/2014/2015 წლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.  პრეზენტაციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე, გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი, გაეროს პროგრამების ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ,,ძლიერი ფერმერი’’  ,,ENPARD  AJARA “ პროგრამის  ფარგლებში საჩუქრად უკაბინო UTO 404 ტიპის ტრაქტორი გადაეცა.