1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის დირექტორი სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციას დაესწრო

აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სოფლის მეურნეობის განვითარების  სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის სოფლი მეურნეობის სამინიტროსა და აჭარის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ განიხილეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვა სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ. შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა საგენტოებში არსებული სიახლეები, ასევე განხორციელებული  და მიმდინარე პროექტების სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინეს. შეხვედრაზე ასევე დაანონსდა, რომ მალე ამოქმედდება პორტალი, სადაც  სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეურ ბაზრებზე არსებული ფასები განთავსდება, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს წინასწარ განსაზვრონ სად უღირთ მათი პროდუქციის რეალიზაცია. აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საბაზრო ფასების გარდა, პორტალზე იმ ფერმერებისა და კომპანიების განცხადებები განთავსდეს, რომლებსაც რომელიმე კონკრეტული პროდუქციის შეძენა ან გაყიდვა სურთ.

„ამ შემთხვევაში პორტალი გახდება საკომუნიკაციო საშუალება მიმწოდებელსა და მყიდველს შორის. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ფერმერმა არ იცის სად გაყიდოს თავისი პროდუქტი. ეს საიტი კი მათ კონტაქტების მოძიებაში და მყიდველთან დაკავშირებაში დაეხმარება,“ განცხადა გოჩა ბერიძემ.

პრეზენტაცია ბიო-მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა"-ს ორგანიზებით გაიმართა.