1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრმა ახალი ლიტერატურა და ბროშურები დაბეჭდა

ფერმერთა განათლების დონის ამაღლების მიზნით აგროსერვის ცენტრი აგრძელებს ლიტერატურისა და ბუკლეტების ბეჭდვას. ამ ატაპზე ორგანიზიაციამ "ENPARD Ajara -სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში" პროექტის ფარგლებში 70 000 ცალი 13 სახეობის საინფორმაციო ბროშურა და ორი წიგნი დაბეჭდა, ერთი მარწყვის მოყვანის და მეორე მექანიზაციის საშუალებების შესახებ. რაც შეეხება, ბუკლეტებს ისინი თხილის, მარწყვის, ვაზის, სიმინდის, ხეხილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებსა და მავნებელ დაავადებებს ეხება, ასევეა ბროშურები ნიადაგის ანალიზის, ფურის ხელოვნური განაყოფიერებისა და დაავადება ჯილეხის შესახებ. აგროსერვის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ფერმერებთან და მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაცნობის მიზნით მუდმივად უზრუნველყოფს ლიტერატურისა და ბუკლეტების გავრცელებას. სულ ორგანიზაციაში 10-მდე წიგნი და 20-მდე საინფორმაციო ბუკლეტია დაბეჭდილი. მათი ელექტრონული ვერსიები ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-მისამართზე agrosc.ge  არის განთავსებული.