1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრს პროფესიული სასაწავლებლების მასწავლებლები ესტუმრნენ

აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფილიალი საქართველოში არსებული პროფესიული სასწავლებლების აგრარული მამართულების მასწავლებლებმა, გაეროს განვითარების პროგრამისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მოინახულეს. სტუმრებმა აგროსერვის ცენტრში მარწყვისა და პამიდვრის სადემონსტრაციო სათბურებს, ანგარში განთავსებულ სამაცივრე და ხილის დამკალიბრებელ დანადგარებს, ასევე ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას და ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარს დაათვალიერეს. ისინი აგროსერვის ცენტრს პროექტ „ პროფესიული განათლებისა და საკონსულტაციო მომსახურების მოდერნიზაცია სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში, UNDP - ის (გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში) ორგანიზებით ეწვივნენ.