1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბელარუსული კომპანია „Bahco”- ს წარმომადგენლები აგროსერვის ცენტრს სტუმრობენ

აგროსერვის ცენტრის საქმიანობას ბელარუსული კომპანია „Bahco”- ს წარმომადგენლები გაეცნენ. სტუმრებმა ჩაქვში აგროსერვის ცენტრის ციტრუსის სანერგე მეურნეობა და ქობულეთში, ვაზისა და ხეხილის  სანერგე, ასევე მარწყვისა და პამიდვრის სათბურები მოინახულეს. კომპანია „Bahco” ბელარუსიაში ხეხილის სასხლავი საბაღე ინსტრუმენტების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. შეხვედრაზე, ორგანიზაციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამ ეტაპზე, აგროსერვის ცენტრმა სანერგე მეურნეობებისთვის საჭირო ინსტრუმენტები სწორედ, კომპანია „Bahco”- გან შეიძინა.