1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის საქმიანობას კოოპერატივების წარმომადგენლები გაეცნენ

დღეს, აჭარაში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლები ქობულეთში აგროსერვის ცენტრის საქმიანობასა და ორგანიზაციაში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. სტუმრებმა აგროსერვის ცენტრის მარწყვისა და პამიდვრის სათბურები, ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, ასევე ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარი, ხილის საშრობი მინი საწარმო და ფურის ხელოვნური განაყოფიერების სადგური დაათვალიერეს. ვიზიტის მიზანი კოოპერატივებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.

სულ  აგროტურის  ფარგლებში ორგანიზაციას აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან კოოპერატივების 40-მდე წარმომადგენელი ეწვია. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იოსებ აბულაძეც ესწრებოდა. შეხვედრის დასასრულს ფერმერებს საჩუქრად მეფუტკრეობის, მებაღეობის, მეცხოველეობის და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის შესახებ  „ენპარდის“ პროგრამის ფარგლებში დაბეჭდილი ლიტერატურა გადაეცათ.