1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრში განხორციელებულ პროექტებს სომხეთის დელეგაცია გაეცნო

აგროსერვის ცენტრში „ენპარდ აჭარა“-ს პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს სომხეთის დელეგაცია გაეცნო. სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სომხეთში ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებს  მეგზურობას ენპარდის პროგრამის განმახორციელებელი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები უწევდნენ. სტუმრებმა აგროსერვის ცენტრის მარწყვისა და პამიდვრის სათბურები, ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, ასევე ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარი, ხილის საშრობი მინი საწარმო და ფურის ხელოვნური განაყოფიერების სადგური დაათვალიერეს. შეხვედრის მიზანს მხარეებს შორის ENPARD-ის პროგრამის განხორციელების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.