1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრმა კოოპერატივებს მაღალმთიან აჭარაში უმასპინძლა

29 მაისს, მაღალმთიან აჭარაში მოქმედ კოოპერატივებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ACF” -ის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისა და კოოპერატივების წარმომადგენლები ესტუმრნენ. აგროტურის ფარგლებში სტუმრებმა ქედაში, სოფელ პირველ მაისში კოოპერატივ „პირველები“-ს ვენახის სადემონსტრაციო ნაკვეთი, სოფელ ოქტომბერში  კოოპერატივ „გოდერძი“-ს საკალმახე მეურნეობა, ასევე შუახევში მოცვის და სხალთაში კაკლის სადემონსტრაციო ნაკვეთები მონახულეს.

აგროტურის მიზანი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მოქმედი კოოპერატივებისთვის აჭარის რეგიონში, სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული პროექტების გაცნობა იყო. სულ რეგიონს 15-მდე კოოპერატივის წარმომადგენელი ეწვია. შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაცია „ACF” -ის მიერ იყო ორგანიზებული, აჭარაში კი ტურს აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლობა მასპინძლობდა.