1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრს კოოპერატივებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ

აგროსერვის ცენტრს ქობულეთში საერთაშორისო ორგანიზაცია „ACF” -ის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისა და კოოპერატივების წარმომადგენლები ეწვივნენ. ისინი ორგანიზაციაში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ, გარდა ამისა ვაზისა და ხეხილის სანერგე და სასათბურე მეურნეობები, ასევე ჩაქვის ციტრუსის სანერგე მოინახულეს. ვიზიტის მიზანი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მოქმედი კოოპერატივებისთვის აჭარის რეგიონში, სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული პროექტების გაცნობა არის.

აგროტურის ფარგლებში რეგიონს 15-მდე კოოპერატივის წარმომადგენელი ესტუმრა. 29 მაისს, ისინი მაღალმთიან აჭარაში კოპერატივების მოცვის, კაკლისა და ვენახის ნაკვეთებსა და საკალმახე მეურნეობას დაათვალიერებენ. შეხვედრას ორგანიზებას საერთაშორისო ორგანიზაცია „ACF” -ის წარმომადგენლები უწევენ.