1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

მოსწავლეებისთვის აგროსერვის ცენტრში ღია გაკვეთილი ჩატარდა

ქობულეთში, აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში მოსწავლეებისთვის პრაქტიკული გაკვეთილი ჩატარდა. ერთსაათიან გაკვეთილზე  სპეციალისტებმა მოსწავლეებს პრაქტიკულად აჩვენეს და აუხსნეს თუ როგორ ხდება ვაზის მყნობა და რა ბიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს ამ დროს. გარდა ამისა, მათ ბავშვებს ორგანიზაციაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები გააცნეს და მარწყვისა და პამიდვრის სათბურები დაათვალიერებინეს. პრაქტიკული გაკვეთილი მოსწავლეებისთვის 8 აპრილსაც გაიმართება. სულ ვორქშოპს 100- მდე სკოლის მოსწავლე დაესწრება ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს საჯარო სკოლებიდან.

აგროსერვის ცენტრი მსგავსი აქტივობებით სკოლებს სთავაზობს ორგანიზაციის სანერგე მეურნეობები და სათბურები ღია გაკვეთილების ჩასატარებლად გამოიყენონ. ამით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ბავშვებს პრაქტიკულად აჩვენონ და აუხსნან ის რასაც წიგნებით ასწავლიან.