სტუდენტები აგროსერვის ცენტრში სასწავლო პრაქტიკებს გაივლიან

დღეს, აგროსერვის ცენტრის საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები გაეცენენ. მომავალ აგრონომებსა და აგროეკოლოგებს ექსტენციის სამსახურის ხელმძღვანელმა მირზა სუქნიშვილმა  ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტები გააცნო. ისინი 1 აპრილიდან ორგანიზაციის სანერგე მეურნეობებში ერთთვიან სასწავლო პრაქტიკებს გაივლიან.