1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრმა ფერმერებს ტექნოლოგიური სიახლე გააცნო

პირუტვის საკვების დამამზადებელი დანადგარის გაცნობის მიზნით აგროსერვის ცენტრმა ფერმერებისთვის აგროტური გამართა. დანადგარი, რომლის მიერ წარმოებული ბალახი ათეულობით ჰექტარ საძოვარს ცვლის აჭარაში პირველია. მსოფლიოში კი ამ გზით პირუტყვის საკვების დამზადება აპრობირებული მეთოდია.ვიზიტისას ფერმერები კონტეინერის ფუნქციონირებას, მის უპირატესობებსა და ეკონომიკურ სარგებელს გაეცნენ. აღნიშნულ დანადგარში მიღებული საკვები მდიდარია პირუტყვისთვის საჭირო ყველა საკვები ნივთირებით, რაც რძის მიღებას 30% ზრდის და მერძული პირუტყვის უხეში საკვებით კვებასთან შედარებით ორჯერ იაფი ჯდება. აგროსერვის ცენტრმა დანადგარები „ენპარდ აჭარა“ პროექტის ფარგლებში  შეიძინა და საბოლოოდ ის კოოპერატივებს გადაეცემა.

აგროტურის მიზანიაღნიშნული ტექნოლოგიური სიახლის ფერმერებისთვის ჩვენება და სამომავლოდ აჭარის რეგიონში დანერგვაა. ფერმერები აგროსერვის ცენტრში მარწყვისა და პამიდვრის თანამედროვე სასათბურე მეურნეობასა და ორგანიზაციაში დანერგილ სხვა სიახლეებსაც გაეცნენ.