1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას 2015 წლის მიზნობრივ პროგრამებს აცნობს

აგროსერვის ცენტრში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, თემის რწმუნებულები და  საინფორმაციო-საკონსულტაციო  განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი სამინისტროს პროგრამების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს აჭარაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მიზნობრივი პროგრამების საზოგადოებისთვის გაცნობა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში  იგეგმება. 2015 წელს სამინისტრო 3 პროგრამას და 10 ქვეპროგრამას  ახორციელებს.