1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ქობულეთში ფერმერებს ინკუბატორი და პირუტყვის საკვების დამქუცმაცებელი გადაეცათ

,,ENPARD AJARA “ სოფლის მეურნეობის განვითარების   ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და აგროსერვის ცენტრმა ქობულეთში ფერმერებს  ავტომატურ მულტი - ფუნქციური  მიკროკომპიუტერული ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი ინკუბატორი  და პირუტყვის საკვების დამქუცმაცებელი, უნივერსალური საოჯახო დანადგარი გადასცა. პროექტი ხელს შეუწყობს მეფრინველეობისა და მეცხოველების დარგების  განვითარებას აჭარის რეგიონში.