1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

საახალწლო საჩუქარი ფერმერებს

 

,,ENPARD AJARA “ სოფლის მეურნეობის განვითარების   ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პროგრამის ფარგლებში, აგროსერვის ცენტრმა ფერმერებს ავტომატურ მულტი - ფუნქციური  მიკროკომპიუტერული ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი ინკუბატორები და პირუტყვის საკვების დამქუცმაცებელი, უნივერსალური საოჯახო დანადგარი გადასცა. ინკუბატორები აღჭურვილია ევროპული წარმოების ციფრული ელექტრონული ტემპერატურისა  და ტენიანობის საზომი სენსორებით, გამოირჩევა სტაბილურობით, სანდოობით, რომელიც ამცირებს დროისა და ენერგიის ხარჯვას, ინკუბატორით 352 წიწილის გამოჩეკვაა შესაძლებელი, რაც შეეხება საკვებ დამქუცმაცებელს, ის  კომპაქტური და მაღალწარმოებლური დანადგარია, რომელიც ჩვენს მეცხოველე ფერმერებს საშუალებას მისცემს დააქუცმაცონ და დაამუშაონ, როგორც მშრალი საფურაჯე მარცვალი (სიმინდი, შვრია, ხორბალი, სოიო, ქერი, ) ასევე ძირხვენები ( კარტოფილი, საკვები ჭარხალი, სტაფილო, თალგამი, ტურნეფსი). ისე  თივამ ნამჯა, და ჩალა. ეს პირველ რიგში ფერმერებს დაეხმარება პირუტყვის კვების რეჟიმისა და რეცეპტურის ოპტიმიზაციაში, რაც აუცილებლად აისახება როგორც წველადობაზე, ასევე წონამატებაზე. დანადგარს საათში 300 კილოგრამი მარცვლეულის, 500 კოლოგრამი ძირხვენების და 80 კილოგრამი თივისა და ჩალის დაქუცმაცება - დამუშავება შეუძლია.  აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მეფრინველეობისა და მეცხოველების დარგების  განვითარებას აჭარის რეგიონში. გადაცემის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე და ENPARD AJARA  გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერი ლაშა კომახიძე დაესწრნენ.