1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

მეცნიერებმა აგროსერვისცენტრის სანერგეებში მიმდინარე კვლევითი სამუშაოების ანგარიში წარადგინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრსა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში,   მეცნიერ - თანამშრომლებმა  2014 წელს ჩაქვის ციტრუსის,  ქობულეთის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობებში  მიმდინარე კვლევით სამუშაოებთან დაკავშირებით,  ანგარიში წარადგინეს. კვლევა სანარგეებში 2014 წლის აგვისტოდან დაიწყო, რომლის მიზანიც საცდელ - სადემონსტრაციო ნაკვეთებში არსებული მცენარეების ეტიკეტირება, გენოფობრივი და ჯიშობრვი იდენტიფიკაცია, ფენოლოგიური დაკვირვების წარმოება, ზრდა - განვითარების თავისებურებების შესწავლა, სიმწიფის ვადების, მოსავლიანობის და ბუნებრივ პირობებთან შეგუების დადგენა იყო.    პროექტი  ENPARD AJARA  სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.  ანგარიშის წარდგენას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე, ENPARD AJARA  გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერი ლაშა კომახიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე დაესწრნენ.