1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის ახალი ვებ - გვერდის პრეზენტაცია

აგროსერვის ცენტრი ფერმერებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, ახალ, განახლებულ და სრულყოფილ ვებ - გვერდს სთავაზობს. პრეზენტაცია, დღეს სასტუმრო შერატონში გაიმართა. მომხმარებლებს და პირველ რიგში ფერმერებს საშუალება ექნებათ, ონლაინ რეჟიმში მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია, რომელიც მათ პრაქტიკულ საქმიანობაში უდიდეს დახმარებას გაუწევს. ჩვენს ფერმერებს კონსულტაციებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ. პროექტი, ENPARD AJARA - სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა აჭარის რეგიონში, პროექტის ფარგლებში განხორციელდა.