1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სოფელ ხიხაძირში ექსტენციის ცენტრი გაიხსნა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით ექსტენციის ცენტრის შენობა გაიხსნა, რომელიც  საჭირო სასწავლო - მეთოდურ და  საინფორმაციო - საკონსულტაციო მომსახურებიას სხალთა - ხიხაძირის ხეობის 900 -მდე ფერმერს გაუწევს. ექსტენციის ცენტი ფერმერთა საქმიანობის სწორ და ეფექტურ წარმართვას შეუწყობს ხელს, ,ფერმერი კი აგროსექტორის სხვადასხვა დარგებისა და სფეროს მიხედვით ყველა საჭირო ინფორმაციას ნებისმიერ დროს აგროსერვის ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან მიიღებს. ექტენციის ცენტრის გახსნას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდლი მესხიძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური გუნდის  ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი და  გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე დაესწრნენ.