1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სასწავლო ტური აგროსერვის ცენტრში

აგროსერვის ცენტრში გაეროს განვითარების  პროგრამის ფარგლებში სასწავლო ტური მოეწყო. ტურში მონაწილეობას იღებდნენ  პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურები და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები. მათ აგროსერვის ცენტრში  ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს და გაეროს განვითარების პროგრამის  მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ.  სასწავლო ტურის მიზანი სოფლის მეურნეობაში მიღებული   გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა იყო.