1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხელოვნური განაყოფიერების პირველი შედეგი ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში,  ფერმერ ზვიად ბერიძის ოჯახში, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად,  პირველი ჯერსის ჯიშის ხბო დაიბადა. ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისი 2012 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა და მისი მთავარი მიზანი რეგიონში მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებაა.  ხელოვნური განაყოფიერება ხელს უწყობს პირუტყვის პროდუქტიულობის გაზრდას. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ცხოველთა დაცვას დაავადებებისგან, რადგან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებულ საქონელს გააჩნია ძლიერი იმუნიტეტი სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ და ადვილად უმკლავდება მათ. აგროსერვის ცენტრმა  ხელოვნური განაყოფიერების სერვისი თებერვლიდან ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტე­ტებშიც აამოქმედა. დანარჩენ რაიონებში კი ეს სერვისი გასული წლის ივლისიდან მოქმედებს. სერვისის ღირებულება მაღალმთიანეთში 10 ლარია, დანარჩენ მუნი­ციპალიტეტებში კი 20.