1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ციტრუსის დეგუსტაცია ჩაქვის სანერგე მეურნეობაში

 

ციტრუსის ჯიშების კვლევასთან დაკავშირებით, ჩაქვის ციტრუსის საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე  მეურნეობაში ციტრუსის დეგუსტაცია ჩატარდა. სულ  ციტრუსის 29 ნიმუში იქნა აღებული, აქედან 3 ფორთოხლის ჯიში. კვლევის მიზანი ციტრუსის  სხვადასხვა ჯიშის,  ნაყოფის ზომის, ფერის, ნაყოფის სიმკვრივის, სისქის, აპკიანობის, წვნიანობის, მჟავიანობის, სიტკბოს,  არომატისა და თესლის ოდენობის შესწავლა იყო.  ციტრუსის ჯიშები   5 ბალიანი სისტემით შეფასდა.   კვლევის შედეგად მოსახლეობას საშუალება ეძლევა  გაიგოს,   თუ  რომელი ჯიშები გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით.  დეგუსტაციის პროცესში მონაწილეობა ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ - თანამშრომლებმა და აჭარაში მოღვაწე აგრარული სფეროს მეცნიერებმა მიიღეს.  დეგუსტაციის პროცესს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი  ზაურ ფუტკარაძე,  მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე, ENPARD AJARA სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა აჭარის რეგიონში, პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი, გოჩა ბერიძე  დაესწრნენ.