1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ტრენინგი ფერმერებისათვის

გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერმა დავით ზირაქაშვილმა, ,,აგროსერვისცენტრის“ ექსტენციისა და საკონსულტაციო განყოფილების კონსულტანტებთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტის ფერმერებთან შეხვედრა - ტრენინგი მევენახეობა - მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიების საკითხებთან დაკავშირებით გამართა.  შუახეველმა ფერმერებმა დაწვრილებით მიიღეს ინფორმაცია ვენახის გაშენებისა და ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიებზე. მსგავსი ტიპის შეხვედრა - ტრენინგები  ხელს შეუწყობს რეგიონში მევენახეობის განვითარებას.