1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შუახევში ფერმერ ომარ ნაკაიძეს რძის საწველი აპარატი გადაეცა

,,ENPARD Ajara“ სოფლის მეურნეობის განვითერების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში,  პროექტის ფარგლებში,  აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ  სოფელ შუახევში მცხოვრებ მეცხოველეობის ფერმის მეპატრონეს ომარ ნაკაიძეს რძის საწველი აპარატი გადასცა. პროექტის მიზანი რეგიონში მეცხოველეობის განვითრების ხელშეწყობაა.

საწველი აპარატის გადაცემის პროცესს გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე და  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულიკო ბერიძე დაესწრნენ.