1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ფერმერებს ინკუბატორები გადაეცათ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში,  კოოპერატივის საინიციატივო  ჯგუფს  ,,ENPARD Ajara “ სოფლის მეურნეობის განვითარების   ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პროგრამის ფარგლებში აგროსერვის ცენტრმა  ავტომატურ მულტი - ფუნქციური  მიკროკომპიუტერული ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი  3 ინკუბატორი გადასცა. ინკუბატორები აღჭურვილია ევროპული წარმოების ციფრული ელექტრონული ტემპერატურისა  და ტენიანობის საზომი სენსორებით, გამოირჩევა სტაბილურობით, სანდოობით, რომელიც ამცირებს დროისა და ენერგიის ხარჯვას. იგი იდეალური მოწყობილობაა ფრინველის გამრავლებისათვის. ინკუბატორების გადაცემის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ავთანდილ მესხიძე, სულიკო ბერიძე და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე დაესწრნენ. მსგავსი პროექტი აჭარის რეგიონში პირველად განხორციელდა. პროექტის მიზანია  აჭარაში  მეფრინველეობის დარგის განვითარება.