1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სპეციალისტებმა შერჩეული ბენეფიციარების მეურნეობები მოინახულეს

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა სოფ. დანისპარაულში მცხოვრებ შერჩეული ბენეფიციარების ნუგზარ ხოზრევანიძის, ბადრი პაქსაძის, თეიმურაზ მიქელაძის და ბადრი პაპიძის მეურნეობები მოინახულეს. სპეციალისტებმა ფერმერების მიერ მიღებულ მოსავალი აღწერეს და კონსულტაცია მოსავლის შემდგომ გასატარებელ ღონისძიებებზე, მცენარეული პროდუქტის შენახვის მეთოდებზე და პირუტყვის დაავადებების საწინააღმდეგო საშემოდგომო პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე გაუწიეს. აღსანიშნავია რომ, შერჩეული ბენეფიციარების მეურნეობებიდან მიღებული მოსავალი გასულ წელთან შედარებით მეტია. სპეციალისტებმა ფერმერებს სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი სხვა სიახლეებიც გააცნეს.