1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

პრეზენტაცია სოფელ დიოკნისში

9 ოქტომბერს სოფ. დიოკნისში სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ცერემონიის გახსნას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ აბულაძე, იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიუ კაიტანი, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე, ხულოს საინფორმაციო საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტები და ფერმერები დაესწრნენ. სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრს, იაპონიის მთავრობის დაფინანსებით სხვადასხვა დასახელების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა. ცენტს ასევე გააჩნია კარტოფილის სასაწყობო მეურნეობა, რომელიც აღჭურვილია სათანადო სავენტილაციო სისტემით  და კარტოფილის დასახარისხებელი საკონვეინერო ხაზით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია  სოფ. დიოკნისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია.