1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შეხვედრა სოფელ ძირკვაძეების მოსახლეობასთან

 8 ოქტომბერს  ხულოს მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდა შპს ,,მექანიზატორის’’ გენერალური დირექტორი ბატონი ზვიად ჩხეიძე და  ჩაქვის ფილიალის ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ ბერიძე,  მათ ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრის’’ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხულოს განყოფილების თანამშრომლებთან ერთად სოფელ ძირკვაძეების მოსახლეობას შეხვდნენ და შპს ,,მექანიზატორის’’ ტექნიკით თივის დაპრესვის პროცესს დაესწრნენ. დაპრესვის  პროცესი ხულოს მუნიციპალიტეტში პირველად 2014 წელს განხორციელდა. დღეისათვის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში დაპრესილია 15000-მდე თივის პრესი და აღნიშნული სამუშაოები კი  გრძელდება.