1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ჩაქვის სანერგე მეურნეობაში საადრეო მანდარინი დაიკრიფა

დღეს აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში საადრეო მანდარინი დაიკრიფა. მანდარინის კრეფის პროცესში მონაწილეობა აჭარის მთავრობის  თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ, აგრარული თვითმმართველობის საკითხთა თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა და აგროსერვის ცენტრის თანამშრომლემა მიიღეს.  ჩაქვის სანერგეში ციტრუსის სხვადასხვა ჯიშებია გაადგილებული, კერძოდ სუპერ საადრეო (იურა ვასე, მიხო ვასე) საადრეო (ოკიცუ ვასე და სხვა), საშუალო საადრეო (ტაგუჩი, ოჰოცუ და მიაგა ვასეები) და საგვიანო (ნოვა, საცუმა, კლაუსი).  სანერგეში არსებული ჯიშები უცხოეთიდან კერძოდ (ჩინეთი,იაპონია,თურქეთი,ესპანეთი) შემოტანილი. დღეის მონაცემებით სანერგეში საადრეო ჯიშის ოკიცუ ვასეს, მიხო ვასესა და ტაგუჩის საადრეო ჯიშებიდან 5 ტონა მანდარინი იქნა დაკრეფილი.