1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სპეციალისტებმა სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერები მოინახულეს

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა გამგეობაში მოსახლეობის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე ძლიერი წვიმითა და სეტყვით დაზარალებული სოფლები სხეფი და ჯაბნიძეები მოინახულეს. სეტყვამ განსაკუთრებით ერთწლიანი კულტურები დააზარალა (კიტრი, პამიდორი, ლობიო), რაც შეეხება სიმინდს დაზიანება მხოლოდ 20 %–ია. აგროსერვის ცენტრის სპეციალისტთა ცნობით, მოსავალს საფრთხე არ ემუქრება და მისი განადგურების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია ერთწლიანი კულტურების განთავისუფლება დაზიანებული ნაწილებისგან და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.