1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში აგროტური მოეწყო

დღეს, აგროსერვის ცენტრის გვარა–ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა აგროტურის ფარგლებში 30–მდე ფერმერმა მოინახულა. მათ ადგილზე დაათვალიერეს უკვე მსხმოიარობაში შესული 1 წლის ვაზისა და ხეხილის ელიტარული და ტრადიციული ჯიშები. გარდა ამისა, ფერმერები აგროსერვის ცენტრის ხილის საშრობი მინი საწარმოსა და სამაცივრე დანადგარების ფუნქციონირებას, ასევე სერვისით სარგებლობის პირობებსა და უპირატესობებს გაეცნენ. აგროტურის მიზანი ფერმერებისთვის აგროსერვის ცენტრის იმ სიახლეებისა და სერვისების გაცნობაა, რომელთა გამოყენებაც მათ მეურნეობის განვითარებაში დაეხმარებათ.

აგროსერვის ცენტრში ხილის შრობისა და ე.წ. შოკური გაყინვის სერვისები ამოქმედდა. შოკური გაყინვის სერვისით უკვე ისარგებლა კომპანია „ვანრიკმა“ და აგროსერვის ცენტრში 6 ტონამდე მოცვი გაყინა. რაც შეეხება, ხილის შრობას ფერმერები აგროსერვის ცენტრში სტუმრობისას მოცვის შრობის პროცესს დაესწრნენ.

გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგეში, რომელიც ფერმერებმა დაათვალიერეს 7000 ათას ძირამდე ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშებია განთავსებული. ორი წლის შემდეგ ორგანიზაცია არსებული ჯიშების გამრავლებასა და  ფერმერებისთვის თვითღირებულების ფასად მიწოდებას გეგმავს.

აგროტურისას, რომელიც „ენპარდ აჭარა“ პროექტის ფარლებში ფინანსდება აგროსერვის ცენტრი ქობულეთსა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ფერმერებმა მოინახულეს, თუმცა მომავალ კვირაში მას სხვა მუნიციპალიტეტეში მცხოვრები ფერმერებიც ესტუმრებიან.