1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აგროსერვის ცენტრში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაურ ფუტკარაძესთან ერთად აგროსერვის ცენტრის გვარა–ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა და უკვე მსხმოიარობაში შესული ყურძნის საადრეო ჯიშები მოინახულა. გარდა ამისა, ნოზაძემ ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრი და ორგანიზაციის მიერ გაწეულ სამუშაოები დაათვალიერა.  

გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგეში 7000 ათას ძირამდე ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშებია გაადგილებული. ფერმერთა მომსახურების ცენტრში კი მოქმედებს ფერმერთა კონსულტირების, ფურის ხელოვნური განაყოფიერების, ხილის შრობისა და გაყინვის სერვისები.