1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

კონსულტანტები მცენარეთა დაავადებებს იკვლევენ

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა სოფელ თხილნარში სიმინდის ნათესები გამოიკვლიეს და მასში მეორე თაობის ფარვანას მატლები აღმოაჩინეს.  სპეციალისტებმა ფერმერებს გამოკვლევის შედეგები გააცნეს და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე გაუწიეს კონსულტაცია. მათ ასევე ისაუბრეს ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევის ჩატარების, სასუქების აგროვადებში შეტანის მნიშვნელობაზე, ასევე მცენარეთა მავნებელ-დაავადებათა დროულ გამოვლენასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე. კონსულტანტებმა ფერმერებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისათვის შექმნილი  ხელოვნური განაყოფიერების სერვისის საქმიანობაც გააცნეს.