1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ფერმერის ბარათის მფლობელს კონსულტაციები გაუწიეს

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა სოფელ ჭარნალში აგროსერვის ცენტრის ფერმერის ბარათის მფლობელ ზურაბ კახიძის მეურნეობა მოინახულეს. სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ ფერმერის მიერ ჩატარებულ სამეურნეო  საქმიანობას და გაწეული რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას. ფერმერ კახიძეს ციტრუსოვანთა ნარგავების წამლობა აგროსერვის ცენტრის სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად ჰქონდა ჩატარებული. განმეორებითი წამლობის ჩატარება  კი სპეციალისტებმა მას  ტკიპებისა და სხვა მავნებელ - დაავადებათა წინააღმდეგ  10 – 12 დღის შემდეგ ურჩიეს. რაც შეეხება პამიდორისა და კიტრის ნარგავებს ისინი სხვადასხვა სოკო–ორგანიზებით იყო დაავადებული. კონსულტანტებმა ფერმერს ნარგავების სისტემური და კონტაქტური ფუნგიციდებით წამლობის შესახებ გაუწიეს რეკომენდაცია და წამლობის სქემა და შხამქიმიკატებთან მუშაობის უსაფრთხოების წესებიც გააცნეს.

ფერმერი ზურაბ კახიძე აგროსერვის ცენტრის ბაზაშია დარეგისტრირებული და ის ფლობს ფერმერის ბარათს, რაც მას საშუალებას აძლევს აგროსერვის ცენტრის კონსულტანტების კომპლექსური მომსახურებით მთელი წლის განმავლობაში, უფასოდ ისარგებლოს.  ფერმერთა რეგისტრაცია ორგანიზაციის ბაზაში მუდმივად მიმდინარეობს.