1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხელვაჩაურის საინფორმაციო–საკონსულტაციო განყოფილების სპეციალიალისტები აგრძელებენ ფერმერეთა კონსულტირებას

ხელვაჩაურის საინფორმაციო–საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა სოფელ ზანაქიძეების მაცხოვრებლებს ნიადაგის აგროქიმიური კვლევის ჩატარებისა და სასუქების დროულად შეტანის მნიშვნელობაზე კონსულტაციები გაუწიეს. გარდა ამისა, მათ ფერმერებს მცენარეთა მავნელებელი დაავადებების დროულად გამოვლენა და მათთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის უპირატესოებები  და შინაური ცხოველების სეზონური და ინფექციური დაავადებები, მათგან გამოწვეული მოსალოდნელი შედეგები, პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებები. კონსულტანტებმა ფერმერებს სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების შექმნის მიზანი და საქმიანობის პრინციპიც გააცნეს. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ფერმერებს სისტემატიურად ხვდებიან.