1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგს ახორციელებენ

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად „ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა“ პროგრამის მონიტორინგს ახორციელებენ. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მრავალწლიანი კულტურების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც ფერმერებმა  თანადაფინანსების პრინციპით შეიძინეს გახარებულია. მოცვის ნერგების შემთხვევაში კი მათ პირველი მოსავალიც მიიღეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ფერმერებმა თანადაფინანსების პრინცით ხეხილის ნერგები, მოტობლოკები, სასათბურე კონსტრუქციები, თაფლის ციბრუტები და სკები, ასევე დეფეკაციური ტალახი შეიძინეს. ისინი კმაყოფილები არიან აღნიშნული პროგრამით და სამომავლოდ მისი მასშტაბების გაზრდა სურთ.