1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე კონსულტაციები დაიწყო

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები აგროსერვისული მომსახურების პროექტის ფარგლებში ფერმერებს სტუმრობენ. ამჟამად, ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების კონსულტანტებმა განმეორებით მოინახულეს ფერიის თემის სოფელ  მნათობში მცხოვრები, კარლო მჟავანაძის მეურნეობა. ფერმერული მეურნეობიდან მარჟინალური მოგების შესწავლის მიზნით გაეცნენ ფერმერის საქმიანობას, შეისწავლეს გაწეული ხარჯები, გაარკვიეს ფერმერის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სატელიტური მდებარეობა, ასევე აიღეს ნიადაგის მჟავიანობაზე ანალიზი და ვიზუალურად გამოიკვლიეს ნარგავები მავნებელ-დაავადებებზე. ნიადაგის მჟავიანობა-PH ციტრუსოვანთა კულტურებისათვის დასაშვებ ნორმას შეესაბამებოდა და იგი შეადგენდა  5,5–6-ს. რაც შეეხება კარტოფილს, ციტრუსისა და ვაშლის ნარგავებს, მათზე აღმოჩნდა ფიტოფტორით, ტკიპებითა და ჩრჩილით გამოწვეული დაზიანებები. აღნიშნულის გამო სპეციალისტებმა ფერმერს ურჩიეს ციტრუსისა და ვაშლის ნარგავების შეწამვლა დეცის პროფის- 0,01% ან ბი 58 ახალის-0,15%, ან სუმი-ალფა-ს -  0,15%,ან კონფიდორ მაქსის- 0,015-0,02% - ნი ნაზავით. რაც შეეხება კარტოფილს, მოსავლის აღება უკვე დაწყებულია, რის გამოც წამლობითი ღონისძიებების ჩატარება არაა მიზანშეწონილი და სამომავლოდ ფერმერს  სპეციალისტებმა კარტოფილის დასარგავად  ნაკვეთის სხვა ადგილას შერჩევა ურჩიეს. კონსულტანტები ფერმერის მეურნეობას განმეორებით მოინახულებენ და საჭიროების შემთხვევაში გაუწევენ შესაბამის რეკომენდაციებს.