1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შუახეველ ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა სეზონზე გავრცელებული მცენარეთა მავნებელი დაავადებებთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები სოფელ  შუბნის მაცხოვრებლებს გააცნეს. გარდა ამისა, ფერმერებს ფურის ხელოვნური განაყოფიერებისა და ნიადაგის აგროქიმიური კვლევის სერვისების უპირატესობები განუმარტეს. აღნიშნული სერვისებით სარგებლობა ფერმერებს სახლშივე, სპეციალისტების ადგილზე გამოძახებით შეუძლიათ. ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისი ორგანიზაციაში 2012 წელს მსხვილფეხა  რქოსანი პირუტყვის ჯიშთგანახლების მიზნით ამოქმედდა და რეგიონში დღემდე 170 ხბოა დაბადებული. რაც შეეხება, ნიადაგის აგროქიმიური კვლევის სერვისს ის აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო ცენტრებში 2014 წლის აპრილიდან მოქმედებს.