1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ფერმერები ხულოში ხილის გადამამუშავებელი საწარმოსა და პირუტყვის სასაკლაოს გახსნას ითხოვენ

ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე პროგრამები და აგროსერვის ცენტრში მოქმედი სერვისები სოფელ ვერნების ფერმერებს გააცნეს. კერძოდ, კი მათ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რაიონში ნიადაგის აგროქიმიური კვლევისა და ხიხაძირის თემში ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის ამოქმედების შესახებ. შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა ფერმერებმა  რაიონში პირუტყვის სასაკლაოსა და ხეხილისა და მეცხოველეობის პროდუქტების მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ამოქმედების საკითხი დააყენეს.