1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

კონსულტანტები მეფუტკრეებს ხვდებიან

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების თანამშრომლებმა ფუტკრის სკების მონიტორინგი განახორციელეს. მათ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთში მცხოვრები მეფუტკრეები მოინახულეს. ერთ-ერთი მეფუტკრის, გურამ შოთაძის განცხადებით, მიმდინარე წლის არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო თაფლის წარმოება არადამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება ფუტკარს  პროფილაქტიკური ღონისძიებები ჩატარების შედეგად მდგომარეობა კარგია. კონსულტანტებმა მეფუტკრეებს თაფლის წარმოების გაზრდის კუთხით დადაბლანტის ტიპის სკების უპირატესობა განუმარტეს და ფერმერ გურამ შოთაძეს საჩუქრად გადასცეს წიგნი მეფუტკრეობის შესახებ. აგროსერვის ცენტრში ლიტერატურა მეფუტკრეობის, მებაღეობის, მებოსტნეობისა და მეცხოველეობის შესახებ ენპარდის პროგრამის ფარგლებში დაიბეჭდა და კონსულტანტები მათ წარმატებულ ფერმერებს საჩუქრად გადასცემენ.