1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

გადაცემა „მე ვარ ფერმერი“-ს გადამღები ჯგუფი ხელვაჩაურში

აგროსერვის ცენტრის ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანისა და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები თხილნარში მცხოვრებ ფერმერებს გააცნეს. მათ თხოვნის საფუძველზე  ცეცხლაძეების მეურნეობებიც მოინახულეს და ადგილზევე შეისწავლეს ნარგავებზე არსებული მავნებელ-დაავადებები, გაეცნენ მეპატრონის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს და  აიღეს ნიადაგის ანალიზი.  რის საფუძველზეც ფერმერებს მიაწოდეს რეკომენდაციები. სპეციალისტებმა სოფელ ჭარნალში ხათუნა მალაყმაძის ბოსტნეულის სათბურიც მოინახულეს. ფერმერი სპეციალისტების რეკომენდაციის შესაბამისად უვლის ნარგავებს და კარგ მოსავალსაც ელოდება. კონსულტანტებს თან გადაცემა „მე ვარ ფერმერის“ გადამღები ჯგუფი ახლდა.