1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

მავნებელ დაავადებათა გამოვლენის მიზნით შეხვედრები გრძელდება

მცენარეთა მავნებელ დაავადებათა გამოვლენისა და მათთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების გაცემის მიზნით ფერმერებთან შეხვედრები გრძელდება. ამჟამად, აგროსერვის  ცენტრის  საინფორმაციო - საკონსულტაციო   სამსახურის ხელვაჩაურის   განყოფილების  სპეციალისტები ლაბორატორიის  კვლევითი  ცენტრის  სპეციალისტებთან   ერთად ორთაბათუმელ ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრას სოფლის მეურნეობის  სამინისტროს - სოფლის  მეურნეობის დარგობრივი  განვითარების  განყოფილების  უფროსი მამუკა თურმანიძეც ესწრებოდა. კონსულტანტებმა ფერმერებს თავიანთ ფერმერულ  მეურნეობებში სასუქების შეტანა და მავნებელ-დაავადებათა  ბრძოლის  ღონისძიებების ჩატარება აგროწესების დაცვით ურჩიეს.

სპეციალისტებმა  სოფელ  მასაურში მცხოვრები რამდენიმე ფერმერის საკარმიდამო ნაკვეთებიც მოინახულეს და მჟავიანობის დასადგენად ნიადაგის  ანალიზები აიღეს. ფერმერთა   მიერ  გატარებული  ღონისძიებების   მიუხედავად ბოსტნეულის ცალკეული  ნარგავები დაავადებული  და  დაზიანებული  იყო  სოკო  ორგანიზმებითა  და  მავნე მწერებით.  კერძოდ: პომიდვრის ნარგავები  დაავადებული  იყო ფიტიფტორითა  და  ალტერნარიოზით. ხოლო  ციტრუსოვანთა   ნარგავებზე  მასიურად   დასახლებულიყო,  როგორც  ტკიპების  ასევე   კოქციდების  მნიშვნელოვანი კოლონიები.   ნიადაცის მჟავიანობა  - РН სამივე ფერმერის საკარმიდამო ნაკვეთზე 4,5-დან 5-მდე   მერყეობდა. აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებით სპეციალისტებმა  ფერმერებს  რეკომენდაციები მიაწოდეს.