1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

მეცხოველეობის დარგში არსებული პროექტები მოიალაღეებისთვის

12 ივნისს, აგროსერვის ცენტრის დირექტორი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულიკო ბერიძე ბეშუმში მოიალაღეებს შეხვდნენ და მათ მეცხოველეობის დარგში დაგეგმილი პროექტები გააცნეს. მათ ფერმერებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს იმ გრანტების,  შეღავათებისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომელთა გამოყენებაც მეცხოველეობის დარგში დასაქმებულ მოსახლეობას საკუთარი მეურნეობის განსავითარებლად სჭირდება. უფრო კონკრეტულად, სამომავლოდ, საერთაშორისო გრანტით მაღალმთიან აჭარაში მოძრავი სასაკლაოს შეძენა და რძის შემკრები პუნქტის გახსნა იგეგმება, რაც მუნიციპალიტეტებში სასაკლაოსა და რძის ჩაბარების პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.   

ფერმერებს პირუტყვი იალაღებზე მაისის შუა რიცხვებიდან გადაყავთ. მთაში ყოფნის დროს მათ არ აქვს საშუალება საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარული მომსახურებით ისარგებლონ. აგროსერვისის ცენტრმა კი 12 ივნისს მოიალაღეებს უფასო ვეტერინარული მომსახურებაც შესთავაზა. ადგილზე მუშაობდა პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სადგურიც.