1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

გამოძახება ფერმერის საკარმიდამო ნაკვეთზე

აგროსერვის ცენტრის ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო  განყოფილების  სპეციალისტებმა  სატელეფონო  შეტყობინების  საფუძველზე   სოფ. შარაბიძეებში  მცხოვრები  ნოდარ  ხინკილაძის  მეურნეობა მოინახულეს. როგორც ფერმერი იტყობინებოდა საკარმიდამო ნაკვეთზე სიმინდისა და სხვადასხვა ბოსტნეულის ნარგავებზე შეინიშნებოდა დაზიანებები და ის სპეციალისტებისგან რეკომენდაციებს მოითხოვდა.  დათვალიერებისას კონსულტანტებმა ნარგავებში მწვანე კუტკალიები, ჭრიჭინები, ჭიჭინობელები  და ჩრჩილების ერთეული სახეობები აღმოაჩინეს, თუმცა მცენარეებზე მნიშვნელოვანი  დაზიანებები  არ შეინიშნებოდა. არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებმა ხინკილაძეს კონსულტაციები გაუწიეს. კერძოდ, კი ურჩიეს ნაკვეთი სარეველა მცენარეებისგან გაეწმინდა და გაეთოხნა, რაც მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.