1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ქედაში ხელოვნური განაყოფიერების შედეგად პირველი ხბო დაიბადა

ქედის მუნიციპალიტეტში მსხ. რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების შედეგად პირველი ხბო დაიბადა. ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ვეტ-ექიმ ვახტანგ ბერიძესთან ერთად ახლად დაბადებული ხბოს მდგომარეობა შეამოწმეს და ფერმერ მურად ირემაძეს მისი მოვლა-პატრონობის შესახებ გაუწიეს კონსულტაცია-რეკომენდაციები.

მსხ. რქოსანი პირტუყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისი ქედაში გასულ წელს ამოქმედდა. მას შემდეგ აგროსერვის ცენტრის ხელოვნური განაყოფიერების სპეციალიტები აქტიურად თანამშრომლობენ ფერმერებთან. მეცხოველეობის დარგისა და მსხ. რქოსანი პრიტუყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისათვის ხელოვნური განყოფიერება ყველაზე იაფი და მარტივი საშუალებაა. სპეციალისტები გამოძახების საფუძველზე ადგილზევე უწევენ ფერმერებს მომსახურებას. სერვისის ღირებულება მაღალმთიან აჭარაში 10, ხოლო ბარში 20 ლარია. ის აგროსერვის ცენტრში 2012 წელს ამოქმედდა და ამ დროისთვის სერვისის შედეგად აჭარაში 140-მდე ხბოა დაბადებული.