1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ა(ა)იპ "აგროსერვის ცენტრზე" გადაცემული სახელმწიფო ქონება...

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის N0: 2046 განკარგულების საფუძველზე ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრს“ უზურფრუქტის ფორმით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება: ქ. ბათუმი – 843,5 კვ.მ შენობა ნაგებობა, 1184 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთით, ქ. ქობულეთში, სოფ. გვარა – 29.308 კვ.მ და 2837 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები 548.9 კვ.მ შენობა ნაგებობით, სოფ. ხუცუბანი – 7517 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო, დაბა ჩაქვი – 16499 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო, 18061 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო, 70034 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო, 3020 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო, 3962 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთები. 2011 წლის 21 ოქტომბრის N0: 2070 განკარგულების საფუძველზე ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრს“ ასევე უზურფრუქტის ფორმით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფ. ახალსოფელში მდებარე 27452 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 23 აგვისტოს N0 01-10/3023 წერილის საფუძველზე უსასყიდლოთ, არსებობის ვადით გადაეცა ქობულეთში, სოფ. ხუცუბანში მდებარე 30149 კვ.მ და 42315 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.